ახალი ამბები

თბილისის ზოოპარკის გაუქმების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

16 ივნისი, 2015 •
თბილისის ზოოპარკის გაუქმების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

პეტიციის ავტორად Bruise Pristine არის მითითებული. ის აცხადებს, რომ ზოოპარკის ცხოველები თავიანთ ბუნებრივ გარემოს უნდა დაუბრუნდნენ, ან გადაეცენ შესაბამისი ბუნებრივი პირობების მქონე ზოოპარკებს. 

 

“მხოლოდ ადამიანის გართობის მიზნით უდაბნოს თუ ტროპიკული ტყეების ცხოველები არ უნდა ატარებდნენ თავიანთ ცხოვრებას ქალაქის მტვერში, სხვა კლიმატის და ბუნებრივი პირობების ცხოველების სრულიად არბუნებრივ გარემოში მოქცევა ბოროტებაა. ზოოპარკი, რომელიც მხოლოდ ადამიანის ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებისთვის იქმნება, შეუძლებელია შესაბამისი ხარისხით გაკეთდეს თბილისში, ამისთვის საჭიროა კოლოსალური თანხები, ამისი ფინანსური რესურსი ქვეყანაში არ არსებობს! ქვეყანაში, სადაც ცხოველებს ვერ უვლიან, საერთოდ არ უნდა არსებობდეს ზოოპარკი…” – წერს პეტიციის ავტორი.


ამ დროისთვის  პეტიცას 500–მდე  ხელმომწერი ჰყავს. 

თბილისის ზოოპარკი 13 ივნისის წყალდიდობის შემდეგ. სერგი ბარისაშვილის ფოტო. 14.06.2015
თბილისის ზოოპარკი 13 ივნისის წყალდიდობის შემდეგ. სერგი ბარისაშვილის ფოტო. 14.06.2015


თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ახალი ზოოპარკი თბილსის ზღვის მიმდებარე ტერიოტორიაზე აშენდება.


 

13 ივნისის სტიქიას თბილისში, დღეის მონაცემებით, 19 ადამიანი შეეწირა. ამ დროისთვის გარდაცვლილთაგან 12 ადამიანის ვინაობა არის ცნობილი.

 

  

 

სტიქიის შედეგად დაიტბორა თბილისის ზოოპარკი. წყალმა მთლიანად დაფარა ცხოველების ვოლიერები. ზოოპარკის ბინადრების ნაწილი დაიხრჩო, ნაწილი კი თბილისის ქუჩებში გაიქცა. გაქცეულთა ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, ნაწილი კი დააძინეს.


 

მასალების გადაბეჭდვის წესი