ახალი ამბები

ჯანელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, თბილისში მანქანით გადაადგილებისაგან თავი შეიკავონ

16 ივნისი, 2015 •
ჯანელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, თბილისში მანქანით გადაადგილებისაგან თავი შეიკავონ

ჯანელიძის განცხადებით, ამინდის გაუარესების პროგნოზის გამო ყველა ზომაა მიღებული, რომ ნეგატიური შედეგი არ დადგეს: 

 

“ახლახან შემოვიარეთ ყველა ლოკაცია და უბანი. სადაც მიმდინარეობდა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. ამ დროისათვის რისკის შემცველი უბნებიდან გამოყვანილია ცოცხალი ძალა და ტექნიკა. საშიში უბნებიდან მოსახლეობა გამოყვანილია. მიმდინარეობს რამდენიმე ადგილზე მონიტორინგი. მოსახლეობა მინდა დავამშვიდო, მიუხედავად იმისა, რომ პროგნოზი წვიმიანია, ჩვენ ყველა ზომა გვაქვს მიღებული იმითვის, რომ ავიცილოთ ნეგატიური შედეგები.”

 

ჯანელიძის განცხადებით, ამჟამად მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადგილიდან ორგანიზებულად მოხდა ხალხის გამოყვანა:

 

“მინდა მოსახლეობას ვთხოვო, თუ არ აროს აუცილებლობა, მოერიდოს ქალაქში მანქანით გადაადგილებას. რადგან არ შეიქმნას საცობები.  ქალაქში ვითარების გასაკონტროლებლად მზადყოფნაშია საპატრულო სამსახური და შს სამინისტრო. ამიტომ პანიკის საფუძველი არ არსებობს.  ვრცელდება ინფორმაცია, რომ სადღაც დაგუბებულია ტბა ვერეს ხეობაში. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. თუმცა გარკვეული მეწყრული მოვლენები იქ არის.ამიტომ საჭიროდ მივიჩნიეთ, რომ თავის დაზღვევის მიზნით მოსახლეობა და მოხალისეები მოგვერიდებინა სარისკო უბნებს.”

 

ჯანელიძის ინფორმციით, ის უბნები ითვლება სარისკოდ, რომლებიც სტიქიის დროს დატბორა ვერემ:

 

“ამას დაემატა ბაგები, უჩანეიშვილის ქუჩა. ამ ქუჩაზე მინდა გითხრათ, რომ გამგეობის თანამშრომელი იქ არის და მე პირადად გახლდით იქ. ორი ეკიპაჟი სამაშველო სამსახურის იქ არის. ახლა იქ სიტუაცია სტაბილურია. როგორც კი შევატყობთ, რომ სიტუაცია მძიმდება, იქ არის სამი ოჯახი და მათ გამოვიყვანთ. მათთვის მზად არის თავშესაფარი. ზოგადად პროგნოზი არის წვიმიანი, თუმცა დროის რა მონაკვეთში გაგრძელდება წვიმა, რთულია. ღრუბელი თბილსის თავზე არის. შესაბამისად, უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.  მაგრამ ისეთი ნალექი მოსალოდნელი არ არის, როგორიც იყო სამი დღის წინ.”  


შეგახსენებთ, რომ 13 ივნისის ღამეს ძლიერი წვიმის შედეგად თბილისში განვითარდა მეწყრული მოვლენები, მდინარე ვერე ადიდდა და ქალაქის რამდენიმე ადგილი ძლიერად დაიტბორა. ადიდებულმა წყალმა იმსხვერპლა, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 17 ადამიანი, 5 კი დაკარგულად ითვლება. სტიქიამ გაანადგურა ზოოპარკის ტერიტორიის დიდი ნაწილი, რის შედეგადაც დაიღუპნენ ზოოპარკის თანამშრომლები, ასევე, ზოოპარკის ბინადარი ცხოველები. ცხოველების ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი