ახალი ამბებიკინოსაზოგადოებახელოვნება

„ერთხელ ჰოლივუდში“, „ჯოკერი“, „ჩერნობილი“ – ოქროს გლობუსის გამარჯვებულები

6 იანვარი, 2020 • 9130
„ერთხელ ჰოლივუდში“, „ჯოკერი“, „ჩერნობილი“ – ოქროს გლობუსის გამარჯვებულები

„ოქროს გლობუსის“ 77-ე დაჯილდეობა 5 იანვარს ლოს-ანჯელესში გაიმართა. ჯილდოს გადასცემენ დამსახურებებისთვის კინემატოგრაფიისა და სატელევიზიო სფეროებში.

სესილ დე მილის სახელობის საპატიო ჯილდო კინემატოგრაფში მიღწეული წარმატებისთვის მიიღო ტომ ჰენქსმა, ხოლო კეროლ ბერნეტის სახელობის საპატიო ჯილდო ტელევიზიაში მიღწეული წარმატებისთვის ელენ დეჯენერესს ხვდა წილად.

ჯილდო საუკეთესო ფილმისთვის დრამის ჟანრში მიიღო „1917“-მა, ხოლო საუკეთესო კომედიად კვენტინ ტარანტინოს „ერთხელ ჰოლივუდში“ დასახელდა.

საუკეთესო ტელესერიალის ჯილდო „მემკვიდრეებს“ ერგო, ხოლო მინისერიალებს შორის გამარჯვებული „ჩერნობილი“ აღმოჩნდა.

იხილეთ დაჯილდოებულთა სრული სია:

Click To Open

საუკეთესო დრამა  – „1917“

საუკეთესო კომედიური ფილმი ან მიუზიკლი – „ერთხელ ჰოლივუდში“

საუკეთესო რეჟისურა – სემ მენდესი, „1917“

საუკეთესო მსახიობი კაცი  დრამის ჟანრში – ხოაკინ ფენიქსი, „ჯოკერი“

საუკეთესო მსახიობი ქალი დრამის ჟანრში – რენე ზელვეგერი, „ჯუდი“

საუკეთესო მსახიობი კაცი კომედიურ ფილმში ან მიუზიკლში – ტერონ ეჯერტონი, „როკეტმანი“

საუკეთესო მსახიობი ქალი კომედიურ ფილმში ან მიუზიკლი – აქვაფინა, „დამშვიდობება“

საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში – ბრედ პიტი, „ერთხელ ჰოლივუდში“

საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში – ლორა დერნი, „საქორწინო ისტორია“

საუკეთესო სცენარი – კვენტინ ტარანტინო, „ერთხელ ჰოლივუდში“

საუკეთსო მუსიკა – ჰილდურ გუდნადოუტირი, „ჯოკერი“

საუკეთსო სიმღერა – (I’m Gonna) Love Me Again, „როკეტმანი“

საუკეთესო ანიმაციური ფილმი  – „დაკარგული რგოლი“

საუკეთსო ფილმი უცხოურ ენაზე – „პარაზიტები“ (სამხრეთ კორეა)

საუკეთესო ტელესერიალი (დრამა) – „მემკვიდრეები“

საუკეთესო ტელესერიალი (კომედია ან მიუზიკლი) – „საძაგელი“

საუკეთესო მინისერიალი ან ტელეფილმი – „ჩერნობილი“

საუკეთესო მსახიობი კაცი დრამატულ ტელესერიალში – ბრაინ ქოქსი, „მემკვიდრეები“

საუკეთესო მსახიობი ქალი დრამატულ ტელესერიალში – ოლივია კოლმანი, „გვირგვინი“

საუკეთესო მსახიობი კაცი კომედიურ ტელესერიალში ან მიუზიკლში – რამი იუსეფი, „რამი“

საუკეთესო მსახიობი ქალი  კომედიურ ტელესერიალში ან მიუზიკლში – ფიბი უოლერ-ბრიჯი, „საძაგელი“

საუკეთესო მსახიობი კაცი მინისერიალში ან ტელეფილმში – რასელ კროუ, „ყველაზე ხმამაღალი ხმა“

საუკეთესო მსახიობი ქალი მინისერიალში ან ტელეფილმში – მიშელ უილიამსი, „ფოსი/ვერდონი“

საუკეთსო მსახიობი კაცი მეორახრისხოვან როლში მინისერიალში ან ტელეფილმში – სტელან სკარსგარდი, „ჩერნობილი“

საუკეთსო მსახიობი ქალი მეორახრისხოვან როლში მინისერიალში ან ტელეფილმში – პატრისია არკეტი, „თვალთმაქცობა“


გარეკანის ფოტო: epa

მასალების გადაბეჭდვის წესი