ახალი ამბები

მინისტრები დამეწყრილ ახალდაბაში

16 ივნისი, 2015 •
მინისტრები დამეწყრილ ახალდაბაში

 

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ახალდაბელებს სოზარ სუბართან და ოთარ დანელიასთან ერთად ესტუმრა, გენერატორებიც ჩაუტანა და ექიმთა ბრიგადაც  ჩაუყვანა. ექიმები, თეა კუპრავა და ნინო ჯოგიაშვილი ადგილობრივი მაყვალა ოქრუაშვილის სახლში დაბინავდნენ, იქვე გახსნეს მინიამბულატორია და  პირველი  პაციენტებიც უკვე მიიღეს.

 

გუშინ ახალდაბაში იმყოფებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილეები – გრიგოლ გიორგაძე და შოთა რეხვიაშვილი, სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად. ისინი სტიქიის შედეგად დაზარალებულ  ახალდაბელებს დამეწყრილი  ტერიტორიების  გაწმენდა-დასუფთავებაში დაეხმარნენ.

 

გაერომ კი  ახალდაბის მოსახლეობა სასმელი წყლით მოამარაგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი