გუშინ ახალდაბაში იმყოფებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილეები – გრიგოლ გიორგაძე და შოთა რეხვიაშვილი, სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად. ისინი სტიქიის შედეგად დაზარალებულ ახალდაბელებს დამეწყრილი ტერიტორიების გაწმენდა-დასუფთავებაში დაეხმარნენ.
გაერომ კი ახალდაბის მოსახლეობა სასმელი წყლით მოამარაგა.
