ახალი ამბები

აქტივისტები დედაენის ბაღში გარემოვაჭრეების მხარდასაჭერად საშობაო ბაზრობას გამართავენ

4 იანვარი, 2020 • 1385
აქტივისტები დედაენის ბაღში გარემოვაჭრეების მხარდასაჭერად საშობაო ბაზრობას გამართავენ

მოძრაობები „სირცხვილია“ და „რუსეთი ოკუპანტია“ 5 იანვარს, დედაენის ბაღში გარევაჭრობას გამართავენ. ამით მათ სურთ სოლიდარობა გამოხატონ გარემოვაჭრეების მიმართ, რომელმაც უარი თქვეს, პარლამენტის წინ ევაჭრათ, სადაც 30-31 დეკემბერს მალხაზ მაჩალიკაშვილის და სხვების კარვები მერიამ აიღო.

„გარემოვაჭრეები საკუთარ ოჯახებს საახალწლოდ გაყიდული ნივთების შემოსავლით არჩენენ. ბოლო სამი დღის განმავლობაში ამ ადამიანებმა მოქალაქეობრივი თვითშეგნებისა და სამოქალაქო სოლიდარობის უპრეცედენტო მაგალითი აჩვენეს.

აუცილებელია მათ ვანახოთ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების უპირობო მხარდაჭერა და ვაგრძნობინოთ, რომ ჩვენ მათ გვერდით ვარ.

5 იანვარს ვიკრიბებით დედაენის ბაღში საშობაო ბაზრობაზე, მოიტანეთ თქვენი ნივთებიც“, – წერია ღონისძიების აღწერაში.

გარემოვაჭრეების პროტესტი რესპუბლიკის მოედანზე და მერიის პასუხი

მასალების გადაბეჭდვის წესი