ახალი ამბები

გარემოვაჭრეების პროტესტი რესპუბლიკის მოედანზე და მერიის პასუხი [video]

3 იანვარი, 2020 • 1132
გარემოვაჭრეების პროტესტი რესპუბლიკის მოედანზე და მერიის პასუხი [video]

გარემოვაჭრეებმა 3 იანვარს რესპუბლიკის მოედანზე აქცია გამართეს და გააპროტესტეს თბილისის მერიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მათ ვაჭრობის უფლება არა აქვთ ქვეყნის მთავარ ნაძვის ხესთან, სადაც მოქალაქეები და ბავშვები იკრიბებიან.

გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კარგი ვაჭრობა არ არის და ხალხი ძირითადად ნაძვის ხესთან მიდის და არა პარლამენტის შენობასთან. გარდა ამისა, მათ ნაწილს არ სურს იმ ტერიტორიაზე ვაჭრობა, სადაც მალხაზ მაჩალიკაშვილს კარვის დადგმის უფლებას არ აძლევენ.

თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის განყოფილების უფროსის, გიორგი უჩოშვილის განმარტებით, მერიაში შევიდა საჩივრები იმასთან დაკავშირებით, რომ გარემოვაჭრეების დახლები მოქალაქეებს გადაადგილებაში ხელს უშლის. მისი თქმით, სწორედ ეს გახდა მთავარი მიზეზი, რატომაც არ ეძლევათ გარემოვაჭრეებს რესპუბლიკის მოედანთან და რუსთაველის გამზირის სხვა ადგილებზე, გარდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიისა, ვაჭრობის საშუალება.

მასალების გადაბეჭდვის წესი