ახალი ამბები

გარემოვაჭრეები თბილისის მერიასთან აქციას მართავენ

4 იანვარი, 2020 • 985
გარემოვაჭრეები თბილისის მერიასთან აქციას მართავენ

გარემოვაჭრეები თბილისის მერიასთან აქციას მართავენ. მათთან ერთად აქციაზე იმყოფებიან მოძრაობების „გაბედე“, „შეცვალე“ და „სირცხვილია“-ს წევრები.

ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც აქციაზე იმყოფებოდა, „მთავართან“ აცხადებს, რომ მათ ორი მოთხოვნა აქვთ – საახალწლო ბაზრობა აღდგეს კვლავ რესპუბლიკის მოედანზე და 15 იანვრიდან 15 თებერვლამდე საკრებულომ და მერიამ მიიღოს კანონი, რომლის თანახმადაც გამოიყოფა გარევაჭრობის ადგილები არა მარტო ახალ წელს, არამედ სხვა დღეებშიც.

აქამდე, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, გარემოვაჭრეები სავაჭროდ რესპუბლიკის მოედნის ნაცვლად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასთან გადაიყვანეს, სადაც 30-31 დეკემბრის ღამეს მერიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მალხაზ მაჩალიკაშვილის და სხვების კარვები აიღეს.

გარემოვაჭრეების პროტესტი რესპუბლიკის მოედანზე და მერიის პასუხი

მასალების გადაბეჭდვის წესი