ახალი ამბები

კალაძე: სვანიძის ქუჩაზე სახლების ნაწილი ახლიდან უნდა აშენდეს

15 ივნისი, 2015 •
კალაძე: სვანიძის ქუჩაზე სახლების ნაწილი ახლიდან უნდა აშენდეს

“სვანიძის ქუჩაზე ისეთი მდგომარეობა გვაქვს, რომ იქ სახლები აღდგენას არ ექვემდებარება. ისინი უნდა დაინგრეს და თავიდან უნდა აშენდეს. თუმცა არის საცხოვრებელი სახლები, რომელთა რეაბილიტაცია არის შესაძლებელი. ყველას მაქსიმალურად გვერდით დავუდგებით. იმ ადამიანებს, ვინც სასტუმროებში, ნაქირავებ სახლებში იმყოფებიან, მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, რომ სანამ თავიანთი სახლები არ აშენდება, ან არ გაკეთდება, ჩვენ, სახელმწიფო ავიღებთ მათ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობას”, – განუცხადა “კურიერს” კახა კალაძემ.

 

13 ივნისს დაწყებულმა წვიმამ მდინარეების, ვერესა და მტკვრის ადიდება გამოწვია. წყნეთი-ბეთანიის გზატკეცილზე ჩამოწოლილმა მეწყერმა რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა. სტიქიის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 12 ადამიანი და იძებნება 24. 36-მა დაშავებულმა მიმართა საავადმყოფოებს. მთავრობის ცნობით, ზარალი მიახლოებით 40 მილიონი ლარია.

 

დაიტბორა თბილისის ზოპარკი, მისი ბინადრების ნაწილი დაიხრჩო, ნაწილი კი თბილისის ქუჩებში გაიქცა. გაქცეულთა ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, ნაწილი კი დააძინეს.

 

დავით ნარმანიას განცხადებით, სამაშველო სამსახურები თბილისში ეძებენ თბილისის ზოოპარკის ცხოველებს. მერია მოუწოდებს თბილისის მოსახლეობას, რომ თავი შეიკავონ თბილისში გადაადგილებისგან.

კახა კალაძე. ფოტო - კახა კალაძის Facebook გვერდიდან
კახა კალაძე. ფოტო – კახა კალაძის Facebook გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი