ახალი ამბებისამართალი

წნორში დეიდის მკვლელობაში ბრალდებული კაცი დააკავეს

3 იანვარი, 2020 • 6152
წნორში დეიდის მკვლელობაში ბრალდებული კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს 1993 წელს დაბადებული ი.გ, რომელსაც ბრალად ედება ნათესავის მკვლელობა:

“მიმდინარე წლის 2 იანვარს ქალაქ წნორში, თავის საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ნახეს 1969 წელს დაბადებული ი.ხ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც გარდაცვლილის ნათესავია, თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა ი.ხ-ს, სახლიდან წაიღო ფული და ძვირფასი ნივთები და მიიმალა. ი.ხ. მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

პოლიციამ ნივთმტკიცების სახით დანაშაულის ადგილიდან წაღებული ოქროს ნივთები და ფულადი თანხა ამოიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარე0ბს, რაც ითვალისწინებს თვისუფლების აღკვეთას 7-დან 15 წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი