ანალოგიურად უნდა მოიქცნენ ის კომპანიები და კერძო პირები, ვისაც სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე მოხალისეთა საკვები და სასმელი პროდუქტით უზრუნველყოფა სურთ (საკონტაქტო პირი: პაატა ჯაჭვლიანი, 595 44 45 45).
შეგახსენებთ, რომ 13 ივნისის ღამეს ძლიერი წვიმის შედეგად თბილისში მდინარე ვერე ადიდდა, რამაც გამოიწვია ქალაქის რამდენიმე ადგილზე ძლიერი დატბორვა. ადიდებულა წყალმა იმსხვერპლა, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 12 ადამიანი, 10 კი დაკარგულად ითვლება. სტიქიამ გაანადგურა ზოოპარკის ტერიტორიის დიდი ნაწილი, რის შედეგედაც დაიღუპნენ ზოოპარკის თანამშრომლები, ასევე, ზოოპარკის ბინადარი ცხოველები. ცხოველების ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული.






