ახალი ამბები

მთარგმნელი და პოეტი დავით წერედიანი გარდაიცვალა

30 დეკემბერი, 2019 • 3229
მთარგმნელი და პოეტი დავით წერედიანი გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი მთარგმნელი და პოეტი, დავით წერედიანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დავით წერედიანი 1937 წლის 12 აგვისტოს აბაშაში, სოფელი ქოლობანში დაიბადა. მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1960 წელს დაამთავრა, 1963 წლიდან კი მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში.

დავით წერედიანი მთარგმნელობით საქმიანობას 1981 წლიდან ეწევა. წერედიანის ყველაზე ცნობილ თარგმანებს შორის არის ფრანსუა ვიიონის ლექსები და იოჰან ვოლფგანგ გოეთეს „ფაუსტი“.

ლიტერატურული მოღვაწეობის განმავლობაში, სხვა პრემიებთან ერთად, წერედიანმა რამდემჯერმე აიღო „საბა“, მათ შორის, 2014 წელს ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი