“მე მინდა მათ ვთხოვო, რომ გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, არ ისარგებლონ მანქანებით იმიტომ, რომ თბილისში არის სერიოზული პრობლემები. ჩვენ სამუშაოების განხორციელებაში გვექმნება სერიოზული პრობლემები, ამიტომ მე მინდა კიდევ ერთხელ ვთხოვო მოსახლეობას, რომ გარდაუვალი აუცილებლობის გარდა, ნუ ისარგებლებენ მანქანებით იმიტომ, რომ ეს სერიოზულ პრობლემებს ქმნის სამუშაოების განხორციელებაში, აფერხებს მუშაობას. ამიტომ, გთხოვთ, რომ ამას გაგებით მოეკიდოს ყველა,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 13 ივნისის ღამეს ძლიერი წვიმის შედეგად თბილისში მდინარე ვერე ადიდდა, რამაც გამოიწვია ქალაქის რამდენიმე ადგილზე ძლიერი დატბორვა. ადიდებულა წყალმა იმსხვერპლა ამ დროისთვის არსებული მონაცემებით 12 ადამიანი, 24 კი დაკარგულად ითვლება. სტიქიამ გაანადგურა ზოოპარკის ტერიტორიის დიდი ნაწილი, რის შედეგედაც დაიღუპნენ ზოოპარკის თანამშრომლები, ასევე, ზოოპარკის ბინადარი ცხოველები. ცხოველების ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული.
ქალაქის დაზიანებულ უბნებში მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. დღევანდელი დღე მთავრობამ უქმედ გამოაცხადა იმისათვის, რომ მომხდარიყო გზების განტვირთვა, თუმცა ამის მიუხედავად, დღეს დილიდან საცობებია თბილისის სხვადასხვა უბანში.






