ახალი ამბები

სტადიონზე მოწევა აიკრძალა

3 იანვარი, 2020 • 2054
სტადიონზე მოწევა აიკრძალა

2020 წლის პირველი იანვრიდან თამბაქოს მოწევა იკრძალება სტადიონებზე, რომელსაც ჰყავს ადმინისტრაცია. აღნიშნული ნორმა თმბაქოს შესახებ კანონში შესული ცვლილებების ფარგლებში ამოქმედდება.

“თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონი 2018 წლის 1 მაისიდან ამოქმედდა. მისი მიხედვით, მოწევა იკრძალება შენობა–ნაგებობებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ა.შ. გარდა დადგენილი გამონაკლისებისა.

ფიზიკური პირის მიერ თამბაქოს მოწევა იმ შენობა-ნაგებობაში, მათ შორის, მრავალბინიანი სახლის იმ ნაწილში, რომელიც საერთო ქონებაა (ვესტიბიული, სადარბაზო, დერეფანი, კიბის უჯრედი, სარდაფი, სხვენი, სახურავი, ლიფტი და სხვა), შესაბამისი დაწესებულების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ან იმ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სადაც მოწევა აკრძალულია, პირველ ჯერზე გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

იურიდიული პირის შემთხვევაში კი იმ შენობა-ნაგებობაში ან/და მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, სადაც საქმიანობას ეწევა და თამბაქოს მოწევა აკრძალულია, თამბაქოს მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობა და თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესების დარღვევის აღუკვეთელობა, პირველ ჯერზე 500 ლარით ჯარიმას გამოიწვევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი