სამინისტროს ცნობით, იერუსალიმის ბიბლიური ზოოპარკის სპეციალისტები მზად არიან, რომ მოკლე პერსპექტივაში ზოოპარკის სპეციალისტები ჩამოვიდნენ თბილისში და სპეციალური აღჭურვილობით თბილისის ზოოპარკიდან გაქცეული მხეცების უვნებელი ევაკუაციაში დაეხმარონ.
რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას, იერუსალიმის ზოპარკი მზადაა თბილისის ზოოპარკს აღდგენაში დაეხმაროს. სამინისტროს ნცობით, იერუსალიმის ზოოპარკის სპეციალისტები თბილისში ხვალ. 16 ივნისს ჩამოვლენ.
13 ივნისს დაწყებულმა წვიმამ მდინარეების, ვერესა და მტკვრის ადიდება გამოწვია. წყნეთი-ბეთანიის გზატკეცილზე ჩამოწოლილმა მეწყერმა რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა. სტიქიის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 12 ადამიანი და იძებნება 24. 36-მა დაშავებულმა მიმართა საავადმყოფოებს. მთავრობის ცნობით, ზარალი მიახლოებით 40 მილიონი ლარია.
დაიტბორა თბილისის ზოპარკი, მისი ბინადრების ნაწილი დაიხრჩო, ნაწილი კი თბილისის ქუჩებში გაიქცა. გაქცეულთა ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს ნაწილი კი დააძინეს.
დავით ნარმანიას განცხადებით, სამაშველო სამსახურები თბილისში ეძებენ თბილისის ზოოპარკის ცხოველებს. მერია მოუწოდებს თბილისის მოსახლეობას, რომ თავი შეიკავონ თბილისში გადაადგილებისგან.