ახალი ამბები

ვერეს ხეობაში სტიქიის დროს გარდაცვლილი გოგონას ცხედარი იპოვეს [ვიდეო]

15 ივნისი, 2015 •
ვერეს ხეობაში სტიქიის დროს გარდაცვლილი გოგონას ცხედარი იპოვეს [ვიდეო]

ცხედარი დღეს, 13:20 საათზე მდინარის მიერ მოტანილ შლამში მოხალისეებმა იპოვეს, რის შემდეგაც მაშველებს დაუძახეს. გოგონას ცხედარი პროზექტურაშია გადაყვანილი.

 

კრიზისების მართვის საბჭო აცხადებს, რომ სანამ არ ჩატარდება ექსპერტიზა და არ დადასტურდება გარდაცვლილთა ვინაობა, მანამდე მისი სახელისა და გვარის დასახელებისგან თავს იკავებენ.

 

13 ივნისს დაწყებულმა წვიმამ მდინარეების, ვერესა და მტკვრის ადიდება გამოწვია. წყნეთი-ბეთანიის გზატკეცილზე ჩამოწოლილმა მეწყერმა რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა. სტიქიის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 12 ადამიანი და იძებნება 24. 36-მა დაშავებულმა მიმართა საავადმყოფოებს. მთავრობის ცნობით, ზარალი მიახლოებით 40 მილიონი ლარია.

 

დაიტბორა თბილისის ზოპარკი, მისი ბინადრების ნაწილი დაიხრჩო, ნაწილი კი თბილისის ქუჩებში გაიქცა. გაქცეულთა ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს ნაწილი კი დააძინეს.

 

დავით ნარმანიას განცხადებით, სამაშველო სამსახურები თბილისში ეძებენ თბილისის ზოოპარკის ცხოველებს. მერია მოუწოდებს თბილისის მოსახლეობას, რომ თავი შეიკავონ თბილისში გადაადგილებისგან

ესტაკადის მიმდებარედ მოხალისეებმა სტიქიის დროს დაღუპული გოგონას გვამს მიაგნეს. სერგი ბარისაშვილის ფოტო სერგი ბარისაშვილის ფოტო  15.06.2015
ესტაკადის მიმდებარედ მოხალისეებმა სტიქიის დროს დაღუპული გოგონას გვამს მიაგნეს. სერგი ბარისაშვილის ფოტო სერგი ბარისაშვილის ფოტო 15.06.2015

ესტაკადის მიმდებარედ მოხალისეებმა სტიქიის დროს დაღუპული გოგონას გვამს მიაგნეს. სერგი ბარისაშვილის ფოტო 15.06.2015
ესტაკადის მიმდებარედ მოხალისეებმა სტიქიის დროს დაღუპული გოგონას გვამს მიაგნეს. სერგი ბარისაშვილის ფოტო 15.06.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი