ახალი ამბები

ახალგორში ჰუმანიტარულად უმძიმესი მდგომარეობაა შექმნილი – გახარია

30 დეკემბერი, 2019 • 1904
ახალგორში ჰუმანიტარულად უმძიმესი მდგომარეობაა შექმნილი – გახარია

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას ეხმაურება და ამბობს, რომ მისი უკანონო პატიმრობა, საბედნიეროდ, მშვიდობიანად დასრულდა.

გიორგი გახარიამ ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებაც შეაფასა და თქვა, რომ ერთადერთი გამშვები პუნქტის დაკეტვა ჰუმანიტარულად მძიმე მდგომარეობას ქმნის.

“საბედნიეროდ, მშვიდობით დასრულდა ჩვენი ექიმის უკანონო პატიმრობა, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ყოველდღიურად ხვდებიან წინააღმდეგობებს. დღეს, სამწუხაროდ, ახალგორელებისთვის გადაადგილების თავისუფლება სრულად არის შეზღუდული. ეს არის ჰუმანიტარულად უმძიმესი მდგომარეობა. ჩვენი ქვეყნის, მოქალაქეების პასუხი ამ მძიმე გამოწვევაზე არის ის, რომ მოქალაქეების უდიდესი ნაწილი ერთხმად უჭერს მხარს ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას”, – განაცხადა გახარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი