ახალი ამბები

საპატრიარქო 15 ივნისს სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა სულისთვის პანაშვიდს გადაიხდის

14 ივნისი, 2015 •
საპატრიარქო 15 ივნისს სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა სულისთვის პანაშვიდს გადაიხდის

საპატრიარქოს განცხადებით, საქართველოს ყველა ეკლესია-მონასტერში 12:00 სთ-ზე დაირეკება გლოვის ზარები და გადახდილი იქნება პანაშვიდი, შემდგომ კი, – სამშვიდობო პარაკლისი.

პანაშვიდსა და პარაკლისს სიონის საკათედრო ტაძარში აღავლენს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.

 

13 ივნისს დაწყებულმა წვიმამ მდინარეების, ვერესა და მტკვრის ადიდება გამოწვია. წყნეთი-ბეთანიის გზატკეცილზე ჩამოწოლილმა მეწყერმა რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა. სტიქიის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 12 ადამიანი და იძებნება 24. 36-მა დაშავებულმა მიმართა საავადმყოფოებს. მთავრობის ცნობით, ზარალი მიახლოებით 40 მილიონი ლარია.

 

დაიტბორა თბილისის ზოპარკი, მისი ბინადრების ნაწილი დაიხრჩო, ნაწილი კი თბილისის ქუჩებში გაიქცა. გაქცეულთა ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს ნაწილი კი დააძინეს.

 

დავით ნარმანიას განცხადებით, სამაშველო სამსახურები თბილისში ეძებენ თბილისის ზოოპარკის ცხოველებს. მერია მოუწოდებს თბილისის მოსახლეობას, რომ თავი შეიკავონ თბილისში გადაადგილებისგან

საპატრიარქო
საპატრიარქო

მასალების გადაბეჭდვის წესი