ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება ვაჟა გაფრინდაშვილის საპატიმროდან გათავისუფლებას და აცხადებს, რომ მსგავსი დაკავებები მომავალში არ უნდა მოხდეს.
„მივესალმებით, რომ სამხრეთ ოსეთის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ პატიმრობიდან გაათავისუფლა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც 9 ნოემბერს უკანონოდ დააკავეს „საზღვრის კვეთის“ ბრალდებით. მომავალში მსგავსი დაკავებები თავიდან უნდა იქნას აცილებული და ყველასთვის გარანტირებული უნდა იყოს გადაადგილების თავისუფლება“, – წერია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
We welcome Georgian physician Dr Vazha #Gaprindashvili released from imprisonment by de facto authorities in ?? South Ossetia region for illegal “border” crossing on Nov 9. Further detentions should be avoided & freedom of movement guaranteed for everyone https://t.co/cOL5AR0ypJ
— Lithuania MFA (@LithuaniaMFA) December 28, 2019
ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა ცხინვალის საპატიმრო 28 დეკემბრის დილას დატოვა და ცოტა ხანში თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნდა.
მცირე ხნით ადრე ოსურ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა 27 დეკემბერს ხელი მოაწერა ბრძანებას ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის შეწყალების თაობაზე.
რუსმა სამხედროებმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს. 20 დეკემბერს მას ცხინვალის სასამართლომ ერთი წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა საზღვრის კვეთის ბრალდებით.
გარეკანის ფოტო: 6 აპრილი, 2018. ავტორი: საგარეო საქმეთა სამინისტრო
