ნეტგაზეთი | რუსეთის МЧС მზად არის საქართველოში მაშველები გამოაგზავნოს რუსეთის МЧС მზად არის საქართველოში მაშველები გამოაგზავნოს – Netgazeti
Batumelebi | RU

რუსეთის МЧС მზად არის საქართველოში მაშველები გამოაგზავნოს

 

სააგენტო TACC-ის ცნობით, რუსეთის ფედერაციის МЧС-ის (საგანგებო სიტუაციის სამინისტრო) ხელმძღვანელმა  საქართველოს დახმარება შესთავაზა წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციისათვის. სპეციალური საშუალებებით და მოწყობილობებით აღჭურვილი 100 მაშველი მზად არის სტიქიის ზონაში  გადმოსაფრენად.

ინფორმაცია ამის შესახებ  TACC-ს საგანგებო სიტუაციის სამინისტროს პრესს-სამსახურმა აცნობა. 

 

МЧС-ის ხელმძღვანელმა ვლადიმირ პუჩკოვმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს გაუგზავნა ოფიციალური მიმართვა, რომლითაც გამოთქვა მწუხარება ხალხის დაღუპვის გამო და შესთავაზა დახმარება.

 

კერძოდ პუჩკოვის განცხადებაში ნათქვამია, რომ „საქართველოს ხალხისთვის ამ მძიმე საათებში რუსეთის МЧС  მზადა გაუწიოს დახმარება შედეგების ლიკვიდაციაში, გამოაგზავნოს სპეციალისტების ჯგუფი საჭირო საშუალებებით და მოწყობილობებით“.

 

МЧС-ის პრესსამსახურში დააზუსტეს, რომ გამოსაფრენად მზად არის ორი ილ- 76 ტიპის თვითმფრინავი სპეციალური მოწყობილობებით და ტექნიკით აღჭურვილი, ასევე, საერთასორისო კლასის 100-ზე მეტი მაშველი.

 

თბილისის ზოოპარკს დახმარებას სთავაზობს მოსკოვის ზოოპარკიც, რომელიც მზადაა თბილისის ზოოპარკის ცხოველები დროებით მასთან განათავსოს.

ასევე გადასცეს კოლეგებს თავისი ცხოველები. ამის შესახებ მოსკოვის ზოოპარკის წარმომადგენელმა ოლგა ვაინშტოკმა ერთ-ერთ რადიოეთერში განაცხადა. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი