ახალი ამბები

თბილისის ნაწილს წყალი არ მიეწოდება, სტიქიის გამო დაზიანებული წყლის მილები

14 ივნისი, 2015 •
თბილისის ნაწილს წყალი არ მიეწოდება, სტიქიის გამო დაზიანებული წყლის მილები

 

კომპანიის ინფორმაციით, წყლის ხარისხის მონიტორიგნი და კონტროლი, 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს კომპანიის ცენტრალური და სათავე ნაგებობებზე განთავსებული ლაბორატორიების მიერ:” თბილისის მოსახლეობისთვის მიწოდებული წყლის ხარისხი სრულად აკმაყოფილებს ეროვნული რეგლამენტით გათვალისწინებულ სტანდარტებს.”

  

რაც შეეხება დედაქალაქის წყალმომარაგებას, სტიქიის გამო, თბილისის ზოგიერთ უბანში წყალმომარაგება შეზღუდვით ხორციელდება. ამ ეტაპზე კომპანია ორი მსხვილი დაზიანების ლიკვიდაციაზე მუშაობს.

 

ადიდებულმა მდინარე ვერემ დააზიანა 500 მმ მაგისტრალური წყალდენი, რის გამოც წყალმომარაგება შეფერხებით მიეწოდება ბაგების ზედა ზონას.

ჭავჭავაძის გამზირი N5-ის უკან, უშუალოდ სტიქიის ზონაში, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაზიანებულია 900მმ მაგისტრალური მილდენი, რის გამოც წყლამომარაგება დროებით შეზღუდული აქვს ვაკის, ვერის და საბურთალოს ნაწილს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი