“კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მზად არის, თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, დათვის ორივე ბელზე მეურვეობა იტვირთოს.”, – აცხადებს კომპანია.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალარინების საავარიო ბრიგადამ ვაზისუბნის მე-3 მიკრორაიონის, მე-15 კორპუსის მიმდებარე სკვერში, დღეს, დათვის ორი ბელი აღმოაჩინა.
ზოოპარკიდან გაქცეული დათვის ბელები კომპანიის თანამშრომელმა, ბესო ქაშიაშვილმა დაიჭირა და თუნუქის ყუთში უსაფრთხოდ მოათავსა. დათვის ორივე ბელი, საპატრულო პოლიციის დახმარებით, ზოოპარკს დაუბრუნდება.
3 ივნისს დაწყებულმა წვიმამ მდინარეების, ვერესა და მტკვრის ადიდება გამოწვია. წყნეთი-ბეთანიის გზატკეცილზე ჩამოწოლილმა მეწყერმა რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა. სტიქიის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 12 ადამიანი და იძებნება 24. 36-მა დაშავებულმა მიმართა საავადმყოფოებს. მთავრობის ცნობით, ზარალი მიახლოებით 40 მილიონი ლარია.
დაიტბორა თბილისის ზოპარკი, მისი ბინადრების ნაწილი დაიხრჩო, ნაწილი კი თბილისის ქუჩებში გაიქცა. გაქცეულთა ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს ნაწილი კი დააძინეს.
დავით ნარმანიას განცხადებით, სამაშველო სამსახურები თბილისში ეძებენ თბილისის ზოოპარკის ცხოველებს. მერია მოუწოდებს თბილისის მოსახლეობას, რომ თავი შეიკავონ თბილისში გადაადგილებისგან