„ჩვენთან მოყვანილი ძაღლები დავბანეთ, ჭრილობები დავუმუშავეთ, 12 ძაღლი კი მოქალაქეებმა წაიყვანეს დროებით მოსავლელად,“ – უთხრა „ნეტგაზეთს“ ერთ-ერთმა მოხალისემ ნინო ზენაიშვილმა.
„პრედნიზოლონი, ესენტიალე, რინგერი, შპრიცები (2,5 გრ), ტკივილგამაყუჩებელი ამპულები (კეტანოლი), ანტისეპტიკი სპრეი, ლიდოკაინი ადრენალინთან ერთად, შრატები, ბროვანოლი, აზინოქსი, დრონტალი“ – ეს არის იმ წამლების ჩამონათვალი რომელიც მოხალისეებს ამ ეტაპისათვის ჭირდებათ ძაღლებისთვის სათანადო დახმარების აღმოსაჩენად.
ორგანიზაცია „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ ოფისი ნუცუბიძის მეორე პლატოზე [I კვარტალი, Iკორპუსი] მდებარეობს.