ახალი ამბები

თბილისის მერია: არსებული რესურსი სტიქიის შედეგად შექმნილ პრობლემებს უმკლავდება

14 ივნისი, 2015 •
თბილისის მერია: არსებული რესურსი სტიქიის შედეგად შექმნილ პრობლემებს უმკლავდება

დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებული განცხადებით, მათი შესაბამისი სამსახურები დედაქალაქში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ აქტიურად მუშაობენ.

 

მერიის ცნობით, სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის პირველადი მოხმარების საგნები და ნივთები შეგროვდება თბილისის რაიონების გამგეობებში: “ადამიანებს, რომლებსაც სურვილი აქვთ, სხვადასხვა ნივთები დაზარალებულ მოსახლეობას გადასცენ, შეუძლიათ, ისინი ჩააბარონ საგანგებო შტაბებს, რომლებიც რაიონულ გამგეობებში უკვე გაიხსნა.”

 

დედაქალაქის რაიონების გამგეობები მდებარეობს შემდეგ მისამართებზე:

 

ვაკის გამგეობა – თამარაშვილის ქ.N10ა; საბურთალოს გამგეობა – მიცკევიჩის ქ.N29; მთაწმინდის გამგეობა – ძმები ზუბალშვილების ქ.N48; ჩუღურეთის გამგეობა – დავით აღმაშენებლის გამზ.N65; დიდუბის გამგეობა – რობაქიძის N2; ნაძალადევის გამგეობა – გურამიშვილის გამზ. N16ა; გლდანის გამგეობა – სარაჯიშვილის N1გ; კრწანისის გამგეობა – გორგასლის ქ.N115; ისნის გამგეობა – ნავთლუღის ქ.N8_1; სამგორის გამგეობა- მოსკოვის გამზ. N14.

13 ივნისის ღამეს თბილისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში მძიმე ვითარება შექმნა. სტიქიის ეპიცენტრი მდინარე ვერეს ხეობა და ზოოპარკის ტერიტორიაა. არის მსხვერპლი. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით დაღუპულია რვა ადამიანი. დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა ზუსტდება. ადიდებულმა მდინარე ვერემ გაანადგურა თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი და დატბორა ზოოპარკის ტერიტორია, რის შედეგადაც ვოლიერებიდან გაიქცნენ მტაცებელი ცხოველები, რომელთაგან შსს-ს ცნობით, რამდენიმე ლიკვიდირებულია. დანარჩენებს ისევ ეძებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი