ახალი ამბები

ფოთში ილუმინაციები ვანდალურად დააზიანეს – მერია

27 დეკემბერი, 2019 • 827
ფოთში ილუმინაციები ვანდალურად დააზიანეს – მერია

ფოთის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში საახალწლო ილუმინაციები და ელექტროგაყვანილობა ვანდალურად დააზიანეს.

“სადღესასწაულო ქალაქგაფორმებითი სამუშაოები ჯერაც არ დასრულებულა, ცენტრალურ მოედანზე კი ვანდალიზმის ფაქტები დაფიქსირდა. მთავარ ნაძვის ხესთან დაზიანებულია ილუმინაციები და ელექტროგაყვანილობა. მაშინ როცა მოსახლეობა სიხარულით შეეგება გამორჩეულ სადღესასწაულო გაფორმებას, მავანმა თავისი უღირსი საქციელით შეურაცხყო ყველა ადამიანის შრომა და ძალისხმევა, ყველა ფოთელის, ვისაც გულით უხარია ქალაქის წინსვლა და აღმშენებლობა”, – ნათქვამია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე თემაზე

როგორ გამოიყურება საახალწლო ნაძვის ხე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში

მასალების გადაბეჭდვის წესი