ახალი ამბები

ბოლო მონაცემით, თბილისში 24 ადამიანს ეძებენ, მატერიალური ზარალი კი 40 მილიონ ლარს აღწევს

14 ივნისი, 2015 • 987
ბოლო მონაცემით, თბილისში 24 ადამიანს ეძებენ, მატერიალური ზარალი კი 40 მილიონ ლარს აღწევს

თამარ გოგნაძის ვიდეო. წყნეთის ქუჩა, [ №13 და №61 ] 2015 წლის 14 ივნისი.

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ამ დროისთვის 24 ადამიანს ეძებენ, ხოლო სტიქიას 12 ადამიანი ემსხვერპლა.

 

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის თქმით კი, მატერიალური ზარალი 40 მილიონი ლარია.

 

„წინასწარი მონაცემით, 40 მილიონამდეა ზარალი, ამას ვითვლით თბილისის მერიასთან ერთად“ – განაცხადა მინისტრმა. 

ნოდარ ხადურისვე თქმით, ეროვნულმა ბანკმა გამოთქვა მზადყოფნა ემუშავა დღეს და საბანკო გადარიცხვები განეხორცილებინა, ხოლო ლიბერთი ბანკის ინიციატივით, ლიბერთი ბანკში გაიხსნება ანგარიში, რომლის განკვარგვაც მოხდება ფინანსთა სამინისტროსა და თბილისის მერიის მიერ. ამ ანგარიშზე ფულადი დახმარების შემთვევაში, მოქალაქეებს ექნებათ თანხის ჩარიცხვის შესაძლებლობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი