დოლიძემ იუსტიციის საბჭოში ლენინის პორტრეტი მიიტანა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ საბჭოში ვლადიმერ ლენინის პორტრეტი მიიტანა, როგორც თვითონ თქვა, სასაამრთლო სისტემის სიმბოლოდ.

იუსტიციის უზენაესმა საბჭომ დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ 6 კანდიდატი შეარჩია:

  • ილონა თოდუა
  • გენადი მაკარიძე
  • ნინო სანდოძე
  • პაატა სილაგაძე
  • გიორგი ტყავაძე და
  • თეა ძიმისტარაშვილი

ანა დოლიძის განმარტებით, ლენინის პორტრეტი სწორედ თეა ძიმისტარიშვილთან დაკავშირებით მიიტანა. დოლიძის თანახმად, აგვისტოში საბჭოსთან გასაუბრებისას ძიმისტარიშვილმა ლიდერებზე დასმულ კითხვაზე ვლადიმერ ლენინი გაიხსენა და ლენინს ლიდერი უწოდა.

„როდესაც 14 აგვისტოს ვკითხე, მისი გაგებით, ვინ არის ლიდერი, მას არ გაახსენდა არც კოსტავა, არც გამსახურდია, არც თამარ მეფე, არც აღმაშენებელი. მას გაახსენდა ვლადიმერ ილიას ძე ლენინი. მე დღეს ჩავთვალე, რომ სწორედ ლენინის პორტრეტი არის ამ ადამიანების, ამ სისტემის ერთაზროვნების ძალიან კარგი სიმბოლო“, – პირველი არხის თანახმად, ასე განაცხადა დღეს ანა დოლიძემ.


მანამდე საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად მოსამართლეთა 20 კანდიდატისგან დაკომპლექტებული სია გაუგზავნა, საიდანაც საბოლოოდ 14 დაამტკიცეს. 14-ს შორის ვერ მოხვდა ამ ექვსეულში ხელახლა მოხვედრილი პაატა სილაგაძე.

20 ადამიანისგან დაკომპლექტებულ პირველ სიაში პაატა სილაგაძეც იყო, რომელმაც პარლამენტის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, თუმცა დღეს შერჩეულ კანდიდატებს შორის მისი გვარიცაა.

ვრლად პაატა სილაგაძის სამოსამართლეო საქმიანობის შესახებ წაიკითხეთ:

რა გავიგეთ მოსამართლე პაატა სილაგაძის მოსმენიდან

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com