ახალი ამბები

იუსტიციის საბჭომ უზენაესის მოსამართლეობის კიდევ 6 კანდიდატი შეარჩია

26 დეკემბერი, 2019 • 1244
იუსტიციის საბჭომ უზენაესის მოსამართლეობის კიდევ 6 კანდიდატი შეარჩია

იუსტიციის უზენაესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ 6 კანდიდატი შეარჩია. აღნიშნულ საკითხზე საბჭოში სხდომა დღეს, 26 დეკემბერს გაიმართა. კანდიდატებს შორის არიან:

  • თოდუა ილონა
  • მაკარიძე გენადი
  • სანდოძე ნინო
  • სილაგაძე პაატა
  • ტყავაძე გიორგი
  • ძიმისტარაშვილი თეა

მანამდე საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად მოსამართლეთა 20 კანდიდატისგან დაკომპლექტებული სია გაუგზავნა, საიდანაც უზენაეს სასამართლოში 14 მათგანი განწესდა.

20 ადამიანისგან დაკომპლექტებულ პირველ სიაში პაატა სილაგაძეც იყო, რომელმაც პარლამენტის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, თუმცა დღეს შერჩეულ კანდიდატებს შორის მისი გვარიცაა.

ვრლად პაატა სილაგაძის სამოსამართლეო საქმიანობის შესახებ წაიკითხეთ:

რა გავიგეთ მოსამართლე პაატა სილაგაძის მოსმენიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი