ახალი ამბები

რა გავიგეთ მოსამართლე პაატა სილაგაძის მოსმენიდან

23 ოქტომბერი, 2019 •
რა გავიგეთ მოსამართლე პაატა სილაგაძის მოსმენიდან

23 ოქტომბერს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, პაატა სილაგაძის მოსმენა გაიმართა.

1999-2004 წლებში პაატა სილაგაძე თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ მუშაობდა. 2004-2006 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტის კონსულტანტი, შემდეგ – უფროსი კონსულტანტიც.

2006-2008 წლებში იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე, 2008-2019 წლებში კი- უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის მოსამართლე. 2019 წლის 3 ივნისს პაატა სილაგაძე უვადოდ დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლედ. 2013-2017 წლებში იგი იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

გახმაურებულ საქმეებს შორის, რომელიც სილაგაძემ განიხილა, იყო გია გვიჩიანის და ნიკა ჩემიას საქმე.

საკომიტეტო მოსმენა გაგრძელდა 6 საათი და 23 წუთი. სულ დაისვა 218 შეკითხვა, მათ შორის: 91 – სამართლებრივი კითხვა, 1 – წინა სამსახურის შესახებ, 126 – ზოგადი ხასიათის კითხვა.

დაითვალა ფეისბუკის გვერდმა „მინდა ვენდო სასამართლოს“. გვერდს ამუშავებს არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება — „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“.

გთავაზობთ ამ გვერდის მიერ დღის განმავლობაში შეკრებილ გამორჩეულ ეპიზოდებს პაატა სილაგაძის გასაუბრებიდან:

მასალების გადაბეჭდვის წესი