ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი: 15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდება

14 ივნისი, 2015 • 1263
ირაკლი ღარიბაშვილი: 15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდება

 

 

პრემიერ- მინისტრის განცხადებით, 15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდება.

“ამისთვის უკვე არის მომზადებული საქართველოს მთავრობის განკარგულება, 13-14 ივნისს სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების საპატივსაცემოდ საქართველოში 15 ივნისი გამოცხადდეს გლოვის დღედ. ამ განკარგულებას მე დღეს მოვაწერ ხელს. ყველაფერს მოევლება, ყველაფერს ეშველება, მაგრამ ამ ადამიანების სიცოცხლეს ვერ დავაბრუნებთ, ამიტომ 15 ივნისი გლოვის დღედ უნდა გამოვაცხადოთ” – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი