თბილისის მთავარი ნაძვის ხე, რომელშიც დედაქალაქის მერიამ თითქმის 1 მილიონი ლარი დახარჯა და იტალიიდან ჩამოიტანა, განათდა. ნაძვის ხის სიმაღლე 25 მეტრია და 33 000 ცალი ნაძვის ხის მწვანე ტოტითა და LED განათებებითაა გაფორმებული.
ნაძვის ხის გარდა, მერიამ წელს საახალწლო დეკორაციებისთვის განათებებიც შეიძინა. საახალწლო დეკორაციებში თბილისის მერიამ 1 249 999 ლარი დახარჯა.
საახალწლო დეკორაციების ამსახველ ფოტოებს დედაქალაქის მერია ავრცელებს:






თბილისის მერია საახალწლოდ “სანტას კომპლექსის” აშენებაში 258 ათასის დახარჯვას გეგმავს
