ახალი ამბები

თელავის ნაძვის ხეს ცეცხლი გაუჩნდა

26 დეკემბერი, 2021 • 1405
თელავის ნაძვის ხეს ცეცხლი გაუჩნდა

თელავის მთავარ ნაძვის ხეს ცეცხლი გაუჩნდა. ინციდენტი 26 დეკემბრის საღამოს მოხდა.

როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ნაძვის ხის კონსტრუქციის ნაწილს გაუჩნდა და მეხანძრე-მაშველებმა ის უკვე ჩააქრეს.

მომხდარის მიზეზი დაუზუსტებელია.

თელავის მთავარი ნაძვის ხე მიმდინარე კვირაში, 24 დეკემბერს აანთეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი