ახალი ამბები

სტიქიის გამო მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობაში დროებითი ცვლილებებია

14 ივნისი, 2015 •
სტიქიის გამო მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობაში დროებითი ცვლილებებია

სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, თბილისის რამდენიმე ქუჩაზე და მოედანზე მოძრაობის შეზღუდვის გამო შეიცვალა შესაბამისი ავტუბუსების მოძრაობის მარშრუტები:

 

  • მარშრუტი № 6, 92, 140 და 150 – იმიძრავებს სპორტის სასახლის მიდებარე ტერიტორიამდე;
  • № 21 – წერეთელის გამზირიდან – სააკაძის მოედნის და ვაჟა-ფშაველას გამზირის გავლით უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსამდე;
  • № 14, 51 – იმოძრავებს სააკაძის მოედნამდე;
  • № 31, 37 – იმოძრავებს აღმაშენებლის გამზირით;
  • № 34 – ვაჟა-ფშაველას გამზირით – თამარაშვილის ქ. – წყნეთამდე.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, გმირთა მოედნისა და მარჯვენა სანაპიროს ნაწილობრივ დახურვის გამო დროებით შეზღუდულია შემდეგი მარშრუტების მოძრაობა – № 9, 42, 59, 61, 66, 78, 85, 87 და 88. სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, გზების გაწმენდის პარალელურად მოხდება აღნიშნული მარშრუტების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება.

 

“დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ სატრანსპორტო კომპანიის ცხელ ხაზზე 2 93 44 44. გუშინდელ სტიქიას დაზიანებები არ გამოუწვევია თბილისის მეტროს ინფრასტრუქტურისთვის, შესაბამისად, თბილისის მეტრო ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს უხდის მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის,” – წერია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.

 

ყვითელი ავტობუსი
ყვითელი ავტობუსი

მასალების გადაბეჭდვის წესი