ახალი ამბები

“სამინისტრო ორიენტირებული უნდა იყოს თანამშრომლობაზე” – თალაკვაძე ტელევიზიების ინკასოზე

25 დეკემბერი, 2019 • 787
“სამინისტრო ორიენტირებული უნდა იყოს თანამშრომლობაზე”  – თალაკვაძე ტელევიზიების ინკასოზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ფინანსთა სამინისტროს მიერ ტლევიზიების ანგარიშებზე ინკასოს დადების საკითხთან დაკავშირებით გადაცემაში “პოლიტმეტრი” ამბობს, რომ მისი აზრით, სამინისტრო ორიენტირებული უნდა იყოს თანამშრომლობაზე და მოქნილი გრაფიკის ჩამოყალიბებაში ყველა კომპანიას ინდივიდუალურად უნდა დაეხმაროს:

“ჩემი პოზიცია იქნებოდა, რომ პირველ რიგში, ფინანსთა სამინისტრო უნდა იყოს ორიენტირებული თანამშრომლობაზე და ყველა კომპანიას უნდა დაეხმაროს ინდივიდუალურად, მოქნილი გრაფიკების ჩამოყალიბებაში ისე, რომ გათვლაისწინებული იყოს თქვენი სარეკლამო ბრუნვა, ფინანსური შესაძლებლობები და გადახდის სამართლიანი გრაფიკი უნდა იყოს განხილული.  თუმცა, ცალსახად, როგორც საკანონდებლო ორგანოს წრმომადგენელი, ჩემი უპირველესი პირობა იქნებოდა, რომ კანონი უნდა იყოს დაცული ყველას მიერ” ,- ამბობს თალაკვაძე.


ტელეკომპანიების: ტვ პირველის, კვაკასიისა და რუსთავი 2-ის ანგარიშებს ინკასო დაედოთ. ნეტგაზეთი სხვა ტელევიზიებთანაც ცდილობს ინფორმაციის გადამოწმებას.

რა არის ინკასო? – კანონმდებლობით, თუ გადამხდელი დადგენილ ვადებში არ შეასრულებს ბიუჯეტის წინაშე არსებულ ვალდებულებებს, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული დავალიანების ფარგლებში საბანკო ანგარიშებიდან ჩამოწეროს დავალიანების ოდენობის თანხები.

შესაბამისი გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტრომ მიიღო, რომელმაც ტელეკომპანიებს მიმდინარე, ანუ 1 ოქტომბრიდან მოყოლებული დავალიანებების გადასხადელად 1-დღიანი ვადა მისცა.

რომელ ტელევიზიას (არ) ემუქრება ინკასო

მასალების გადაბეჭდვის წესი