ახალი ამბები

პრეზიდენტი: ჩავერთვებით სამუშაოებში და დავეხმარებით სტიქიით დაზარალებულებს

14 ივნისი, 2015 •
პრეზიდენტი: ჩავერთვებით სამუშაოებში და დავეხმარებით სტიქიით დაზარალებულებს

„ჩვენ ჩავერთვებით სამუშაოებში მერიასთან ერთად და დავეხმარებით დაზარალებულებს. დაძლევადია ყველაფერი, გზაც აღდგენადია. ბუნებრივია, ასეთ მომენტში ის, რაც ძალიან გამძიმებს ადამიანს, არის ადამიანური მსხვერპლი, რომელიც ჩვენ, სამწუხაროდ, გვაქვს. მუშაობენ სამსახურები და ჩვენ ჩავერთვებით სამუშაოებში მერიასთან ერთად და დავეხმარებით დაზარალებულებს, თუმცა გარდაცვლილებს ვერ დავაბრუნებთ და ეს ძალიან მძიმეა”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

 

14 ივნისის ღამეს ადიებულმა მდინარ მტკვარმა და მდინარე ვერემ წყალდიდობა გამოიწვია. მერიის ინფორმაციით, თბილისის თითქმის ყველა უბანში დაიტბორა  ქუჩები, დატბორილია სარდაფები და სახლების პირველი სართულები. დატბორილია, ასევე, რამდენიმე მიწისქვეშა გადასასვლელი.

 

გზა ჩავარდა ჯავახიშვილის ქუჩზე, ისანში, რაზიკაშვილის ქუჩა 2-5 გამყოფი კედელი ჩამოიშალა. გზა ჩავარდა ასევე ასათიანის ქუჩაზე, მეწყერი ჩამოწვა წყნეთი-ბეთანიის გზაზე. ადიდებულია მდინარე ვერე, რის გამოც სერიოზული პრობლემები შეიქმნა წყნეთის ხევის ქუჩაზე. კედელი დაზიანდა ჩიქობავას ქუჩაზეც, გარე-განათების ქსელი გამოირთო ნუცუბიძის, პოლიტკოსკაიას და ვაჟა-ფშაველას მეხუთე კვარტალში.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი