ახალი ამბები

შსს: რამდენიმე ცხოველის ლიკვიდაცია გახდა საჭირო

14 ივნისი, 2015 • • 1111
შსს: რამდენიმე ცხოველის ლიკვიდაცია გახდა საჭირო

 

“დედაქალაქში მომხდარმა სტიქიამ ზოოპარკში ვოლიერების დაზიანება და ცხოველების გარეთ გამოსვლა გამოიწვია.

 

შსს თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობს და მაქსიმალურად აკონტროლებს შექმნილ ვითარებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფი მობილიზებულია იმისათვის, რომ აღნიშნული ცხოველების დაძინება და ზოოპარკში დაბრუნება დროულად მოხდეს. ამ დროისათვის რამდენიმე ცხოველის დაძინება უკვე მოხდა, ხოლო რამდენიმეს  ლიკვიდაცია გახდა საჭირო.

 

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სამინისტრო ურჩევს მოსახლეობას თავი შეიკავოს ქუჩებში გადაადგილებისგან და თუკი ვინმე შეამჩნევს რომელიმე ცხოველს, დაუყონებლივ დარეკოს 112-ზე და შეატყობინოს სამართალდამცველებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას პერიოდულად მიაწვდის,”- ნათქვამია განცხადებაში

მასალების გადაბეჭდვის წესი