ახალი ამბები

რუსეთში მერსედესი ვერტმფრენიდან გადმოაგდეს [ვიდეო]

25 დეკემბერი, 2019 • 1617
რუსეთში მერსედესი ვერტმფრენიდან გადმოაგდეს [ვიდეო]

რუსეთში მერსედეს გელენდვაგენი ვერტმფრენიდან გადმოაგდეს.

როგორც ტელეარხი „ზვეზდა“ იუწყება, ეს მოხდა აეროპორტ „პესკიში“, ხოლო ინიციატივა ეკუთვნოდა ორ მოსკოველს, რომლებიც საკუთარ თავს „ბლოგერებს“ უწოდებდნენ და 20-წუთიან ფრენაში 250 000 (დაახლოებით 10 000 ლარი) რუსული რუბლი გადაიხადეს.

ორმა ახალგაზრდამ 1995 წლის გამოშვებული გელენდვაგენი ვერტმფრენიდან კარელიაში ჩამოაგდო. ფრენა შეათანხმეს აეროპორტ „პესკის“ ხელმძღვანელობასთან. ვერმტფრენზე მანქანა ტროსებით მიაბეს, 300 მეტრის სიმაღლეზე აფრინდნენ და მალევე ჩამოაგდეს. ავტომობილის 20-წუთიანი ფრენა 250 000 (დაახლოებით 10 000 ლარი) რუბლი დაჯდა. 

დაახლოებით 40 000 ლარის ღირებული მანქანა დაიმტვრა და ჯართში ჩააბარეს, ხოლო მისმა მეპატრონემ, იგორ მაკაროვმა განაცხადა რომ 2 წლის წინ გაკეთებული შენაძენით უკმაყოფილო იყო და გადაწყვიტა, მანქანა თავიდან მოეშორებინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი