ახალი ამბები

მეტრო “ახმეტელთან” გარემოვაჭრეების დახლები აიღეს

25 დეკემბერი, 2019 • 1004
მეტრო “ახმეტელთან” გარემოვაჭრეების დახლები აიღეს

მუნიციპალური ინსპექციის სამსახურმა მეტრო “ახმეტელის” მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეებს დახლები ააღებინა. თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის, ლევან ჯღარკავას თქმით, წინასაახალწლო ვაჭრობასთან დაკავშირებით წინასწარ იყო შეთანხმებული ყველა ადგილი, აღნიშნული ტერიოტრია კი ამ სიაში არ ხვდებოდა:

“ეს არის მეტროს ამოსასვლელი, დაკვირვების შედეგად მეტროს ამოსასვლელში მოვაჭრეების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ მეტროს მგზავრთა ნაკადს ხელს უშლის”, – განმარტა ჯღარკავამ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ჯღარკავას თქმით, მეტრო “ახმეტელის” ამოსასვლელთან მყოფ გარემოვაჭრეებს ალტერნატიული ადგილი შესთავაზეს, მეტროს ზედა ამოსასვლელთან, გზასთან ახლოს. მისივე ინფორმაციით, გარემოვაჭრეებმა ამ დროისთვის უკვე გადაინაცვლეს აღნიშნულ ადგილზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი