”ვცდილობთ, რომ როგორმე შევაღწიოთ. დატბორილია ქვედა ვოლიერები სრულად. ის ტერიტორია, სადაც არიან როგორც ლომები, ისე ვეფხვები, დათვები და ბეჰემოტი. ძალიან ვრცელი ტერიტორიაა. ზუსტი ინფორმაცია, რომელი ცხოველი გადარჩა ან გაიქცა, არ გვაქვს, რადგან უბრალოდ შიგნით შევლას ვერ ვახერხებთ. მუშაობს ადგილზე სამაშველო სამსახური და, როგორც ვიც თბილისის მერი სულ მალე გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას ქალაქში შექმნილ სიტუაციაზე და მათ შორის ზოოპარკზეც ისაუბრებს,”- ამბობს მზია შარაშენიძე.
ზოოპარკის ტერიტორიაზე ამ წუთებში მუშაობენ 112-ის ეკიპაჟები.