ახალი ამბები

ადამიანის თავისუფლების ინდექსში საქართველო 162 ქვეყანას შორის 4-ე1 ადგილზეა

24 დეკემბერი, 2019 • 1975
ადამიანის თავისუფლების ინდექსში საქართველო 162 ქვეყანას შორის 4-ე1 ადგილზეა

ადამიანის თავისუფლების 2019 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 162 ქვეყანას შორის 41-ე ადგილს იკავებს.

კვლევა აშშ-ის კატონის ინსტიტუტის, კანადის ფრეიზერის სახელობის ინსტიტუტის, შვეიცარიის „ლიბერალეს ინსტიტუტის“ და გერმანიის ფრიდრიხ ნაუმანის სახელობის თავისუფლების ფონდის მხარდაჭერით გამოქვეყნდა. წელს გამოქვეყნებული ინდექსი 2017 წლის მონაცემებს ასახავს.

რიგით მეხუთე ადამიანის თავისუფლების ინდექსი (HFI) შედგენილია პერსონალური და ეკონომიკური თავისუფლების 76 განსხვავებული ინდიკატორის მიხედვით ისეთ სფეროებში, როგორიცაა: კანონის უზენაესობა, უსაფრთხოება და დაცულობა, გადაადგილების თავისულება, რელიგიის თავისუფლება, სამოქალაქო და შეკრების თავისუფლება, ინფორმაციის და გამოხატვის თავისუფლება, იდენტობა და ურთიერთობები, მთავრობის ზომა, საკანონმდებლო სისტემა და საკუთრების უფლება, მყარ სავალუტო სახსრებზე წვდომა, საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება და კრედიტების, შრომისა და ბიზნესის რეგულაცია.

ადამიანის თავისუფლების ინდექსში საქართველოს საუკეთესო შედეგი აქვს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. 0-დან 10-მდე სკალაზე, რომელზეც 10-ზე მეტ თავისუფლებას აღნიშნავს, საქართველოს საშუალო ქულაა 7.74. ამასთან, ყველაზე დაბალი ქულა (5,4) საქართველოს კანონის უზენაესობის კომპონენტში აქვს, ყველაზე მაღალი – 9,1 ქულა – უსაფრთხოების და დაცულობის კომპონენტში.

HFI-ის რეიტინგები

წინა კვლევასთან შედარებით, საქართველოს მონაცემები 2017 წლისთვის მცირედით გაუმჯობესებულია. 2016 წელს საქართველო რეიტინგში 7,65 ქულით 46-ე ადგილს იკავებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი