ახალი ამბები

სიგარეტის ფასი კვლავ გაიზარდა

24 დეკემბერი, 2019 • 10547
სიგარეტის ფასი კვლავ გაიზარდა

სიგარეტის ფასი კვლავ გაიზარდა.

მაგალითად, თბილისის ერთ-ერთ მაღაზიში „Parliament Silver Blue Super Slims“ ღირდა 6 ლარი და 80 თეთრი, რაც წინა ფასთან, 6 ლართან და 60 თეთრთან შედარებით 20 თეთრით მეტია.

მაღაზიებში აცხადებენ, რომ ფასის ზრდა შეეხოთ სხვა მარკების სიგარეტებსაც – ამ დროის მონაცემებით 20 თეთრით გაძვირდა “პარლამენტი“, „უინსტონი“  „მარლბორო“, „ქემელი“ „L&M-ი“ , „ფილიპ მორისი“ და ასე შემდეგ.

2018 წლის ბოლოს საგადასახადო კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომლითაც 1-ელი იანვრიდან იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ ცვლილების შედეგად კომპანიებს კოლოფის ღირებულების 10%-ის ნაცვლად სახელმწიფოსთვის 30%-ის გადახდა უწევთ. ცვლილების შემდეგ პროდუქტზე ფასი უკვე არაერთხელ გაიზარდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში 202 943 900 აშშ დოლარის ღირებულების თამბაქო და თამბაქოს ნაწარმია [სიგარეტი, სიგარა და სხვ.] შემოტანილი, რაც თითქმის ორჯერ მეტია 2017 წლის მაჩვენებელზე [113 390 900 აშშ დოლარი]. ხოლო გატანილია 160 567 700 აშშ დოლარის ღირებულების თამბაქო და თამბაქოს ნაწარმი, რაც თითქმის 3,5-ჯერ მეტია 2017 წლის ექსპორტთან შედარებით [47 033 200 აშშ დოლარი].

მასალების გადაბეჭდვის წესი