ორგანიზაციის ინფორმაციით, აზერბაიჯანში არსებული ინფლაციის ფონზე მოსახლეობაში ბანკის კრედიტორთა რაოდენობა 17,7%-ითაა გაზრდილი წინა წელთან შედარებით. 2014 წელს სამომხმარებლო სესხების პროცენტი აზერბაიჯანში საშუალოდ 18 იყო – სამჯერ მეტი, ვიდრე ევროპის ქვეყნებში.
“იმ დროს, როდესაც ქვეყანაში ადამიანები გადარჩენისთვის იბრძვიან, არსებობს ერთი ოჯახი, რომელიც ამ მოქალაქეებიდან სარგებელს იღებს, ილჰამ ალიევის ოჯახი”, – წერია სტატიაში.
ორგანიზაციის ცნობით, აზერბაიჯანის ყველაზე მსხვილ 8 ბანკში ილჰამ ალიევის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს 3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის აქტივები ეკუთვნით.
აზერბაიჯანის კანონმდებლობის გათვალისწინებით, პრეზიდენტს საკუთარი სახელით უფლება არ აქვს საბანკო აქციები მართოს, შესაბამისად, ამ საქმეში ჩართული არიან მისი სამივე შვილი, ასევე სიმამრი, რომელთაც ყველაზე მსხვილ კერძო ბანკებში აქტივები აქვთ. აქვე ნათქვამია, რომ ისინი ამ აქტივებს ძირითადად მსხვილი კონგლომერატების საშუალებით ფლობენ. მაგალითად, Ata Holding-ის საშუალებით, რომელიც სხვადასხვა ეკონომიკურ სფეროს [ტელეკომუნიკაციები, მშენებლობა, ტრანსპორტი, ნავთობსექტორი] მართავს. ამ ჰოლდინგის 75% ილჰამ ალიევის შვილებს, 29 წლის ლეილა ალიევას, 26 წლის არზა ალიევას და 18 წლის ჰეიდარ ალიევს ეკუთვნის.
ორგანიზაციის ცნობითვე, საბანკო სექტორში დიდი აქტივები გააჩნია კონგლომერატ Pasha Holding- საც, რომელიც პრეზიდენტის სიმამრს, არიფ ფაშაევს ეკუთვნის.
“მომხმარებელები მაღალ პროცენტში იღებენ კრედიტებს, რათა გადაიხადონ ფასი იმ პროდუქციისა და მომსახურებისთვის, რომელსაც მათივე კომპანიები ყიდიან”.
პრეზიდენტის ოჯახის საკუთრებაში არსებული ბანკები, Кapital Bank, Xalq Bank და Pasha Bank, აზერბაიჯანში ყველაზე მსხვილი კერძო ბანკების ოთხეულშია. ამჯამად აზერბაიჯანში სულ 45 ბანკია.
“აზერბაიჯანში ბევრმა იცის, რომ Pasha Bank და Kapital Bank მის ოჯახს ეკუთვნის. რაც შეეხება სხვა ბანკებს, მათ შესახებ ხალხმა არ იცის. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ 2012 წლის გარკვეულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომა კანონმდებლობით შეიზღუდა”, – ამბობს ზოხრაბ ისმაილი, აზერბაიჯანელი ეკონომისტი, რომელიც საზღვარგარეთ მუშაობს.
| ||