“გარდიანის” ცნობით, 10 ივნისს ვატიკანში გამართულ შეხვედრაზე პუტინი, როგორც მსოფლიო ლიდერებთან შეხვედრის დროს სჩვევია, პაპთანაც ერთი საათის დაგვიანებით მივიდა.

 

პაპის ნაჩუქარმა მედალმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რადგან იგივე მედლით ფრანცისკემ პალესტინის ავტონომიის ლიდერი მაჰმუდ აბასი დააჯილდოვა.

 

“რადიო თავისუფლების” ცნობით, ვატიკანმა შეხვედრის შემდეგ განცხადება გაავრცელა, რომ პაპი ფრანცისკე რუსეთის პრეზიდენტ პუტინს სთხოვს, “გულწრფელად და დიდი ძალისხმევით” ეცადოს დამყარდეს მშვიდობა უკრაინაში.

 

შეხვედრაზე პუტინმა და ფრანცსკემ იმსჯელეს იმ აუცილებელი ღონისძიებების გატარებაზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის დიალოგის განვითარებას და წლის დასაწყისში გამართული მინსკის შეხვედრის შეთანხმების პირობების შესრულებას.

 

“ეს არის ანგელოზი, რომელიც იმარჯვებს ომზე და საუბრობს მშვიდობასა და თანაგანცდაზე ხალხებს შორის”, -უთხრა პაპმა პუტინს შეხვერისას.

(C) EPA, GREGORIO BORGIA / POOL   10.06.2015
(C) EPA, GREGORIO BORGIA / POOL 10.06.2015

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *