ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ამოქმედდება ცუდი სცენარის გეგმა – ზალკალიანი გაფრინდაშვილის პატიმრობაზე

20 დეკემბერი, 2019 • 2229
ამოქმედდება ცუდი სცენარის გეგმა – ზალკალიანი გაფრინდაშვილის პატიმრობაზე

“ეს კიდევ ერთხელ არის დასტური იმისა, რომ გაფრინდაშვილის დაკავება იყო შეგნებული პროვოკაცია”,- აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

“იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც ჩვენ გვქონდა ამ ცუდ სცენართან მიმართებაში, აუცილებლად ავამოქმედებთ და ყველა ღონეს ვიხმართ, რომ ბატონი ვაჟა რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს საკუთარ ოჯახში”.

რუსი სამხედროების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს, 20 დეკემბერს, ცხინვალის სასამართლომ არ გაათავისუფლა. გაფრინდაშვილს ცხინვალში ერთი წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

ბრალდების მხარემ გაფრინდაშვილისთვის 2- წლიანი პატიმრობა მოითხოვა.

ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

“გაფრინდაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით [საზღვრის უკანონო კვეთა] დაიწყო გამოძიება. დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ გადაკვეთა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

19 ნოემბერს ცხინვალის КГБ-მ [უშიშროების სამსახური] გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში მონაწილეობდა სამხედრო ექიმისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის კაპიტნის რანგში. აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს ქართული მხარე, მათ შორის გაფრინდაშვილის ოჯახი და მისი კოლეგები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი