ახალი ამბები

კულტურის სამინისტროს გამოყოფაზე მსჯელობა მიმდინარეობს – ჩხენკელი

20 დეკემბერი, 2019 • 3110
კულტურის სამინისტროს გამოყოფაზე მსჯელობა მიმდინარეობს – ჩხენკელი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი მიიჩნევს, რომ სპორტისა და განათლების სექციები ერთი სამინისტროს ქვეშ უნდა ერთიანდებოდეს. ამის შესახებ ჩხენკელმა დღეს, 20 დეკემბერს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფის საკითხზე მმართველ გუნდში მსჯელობა მიმდინარეობს, სპორტთან დაკავშირებით კი მისი პოზიციაა, რომ “სპორტი აუცილებლად უნდა იყოს განათლებასთან ერთად, რადგან ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე სრულფასოვანი განათლების მიღება”, – განმარტა ჩხენკელმა.

გარდა ამისა, მინისტრმა აღნიშნა, რომ სამომავლოდ პროფესიულ სპორტთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მასობრივი სასკოლო და საუნივერსიტეტო სპორტის განვითარებას. ამასთან, მისი განმარტებით, საგანმანათლებლო სივრცეში სპორტული აქტივობების გაზრდის ლოგიკური ბმა არსებობს:

მასალების გადაბეჭდვის წესი