ახალი ამბები

გორის სასამართლომ დავით ქაცარავა აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა

20 დეკემბერი, 2019 • 2649
გორის სასამართლომ დავით ქაცარავა აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა

გორის საქალაქო სასამართლომ ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ლიდერი დავით ქაცარავა აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.

პროკურატურა ქაცარავასათვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

“მოსამართლე ლევან დარბაიძემ არ გაითვალისწინა პროკურატურის მოთხოვნა და აღკვეთის გარეშე დამტოვა, რაც, სიმართლე გითხრათ, ძალიან მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო და სასიხარულო. სასამართლომ მიიღო ობიექტური გადაწყვეტილება”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ქაცარავამ.

გორის საქალაქო სასამართლომ, ასევე, აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა აღნიშნულ საქმეზე მეორე ბრალდებული, რომლისთვისაც პროკურატურა 3 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერს, დავით ქაცარავას აგვისტოში სოფელ ბობნევში საოკუპაციო ზოლის მიმდებრედ ადგილობრივ მოსახლეობასთან დაპირისპირების საქმეზე ბრალი ძალადობის მუხლით წაუყენეს. ასევე, ბრალი წაუყენეს დაპირისპირებაში მონაწილე კიდევ ერთ მოქალაქეს ხ.ხ-ს.

ქაცარავა ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ 2019 წლის 20 აგვისტოს მას თავს დაესხნენ, თვითონ კი თავს იცავდა.

ქაცარავას თქმით, საოკუპაციო ხაზთან რამდენიმე პირი თავს დაესხა

მასალების გადაბეჭდვის წესი