ახალი ამბები

“ოცნების” შეთავაზება მიუღებელია – ვაშაძე

20 დეკემბერი, 2019 • 965
“ოცნების” შეთავაზება მიუღებელია – ვაშაძე

“გაერთიანებული ოპოზიციის” ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, მათთვის ხელისუფლების მიერ შეთავაზებული მოდელი მიუღებელია.

საუბარია პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მიერ დღეს, 20 დეკემბერს, ოპოზიციისთვის შეთავაზებულ ახალ საარჩევნო მოდელზე, რომლითაც მანდატების გადანაწილებაში ცვლილება შედის. თალაკვაძის თანახმად, 2020 წლის არჩევნებზე პარლამენტი დაკომპლექტდება პროპორციული წესით არჩეული 100 დეპუტატით და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 50 დეპუტატით. ამ ცვლილებას საკონსტიტუციო შესწორება ესაჭიროება. ამასთან, არსებობს ერთი დათქმა- “ოცნება” ამ ცვლილებაზე იმ შემთხვევაში წავა, თუ მომდევნო არჩევნები ამ სისტემით ჩატარდება და არა სრულად პროპორციულით, რასაც დღეს მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს.

“მმართველმა გუნდმა მოიტანა წინადადება, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია. არ მესმის ამ წინადადების მოტანის აზრი, თუ არა ჩვენი მედიატორების თვალში წარმოჩენა, რომ კომპრომისისთვის მზად არიან. მოიტანეს წინადადება, რომლითაც 2020 წლის არჩევნები უნდა ჩატარდეს სისტემით- 50 მაჟორიტარი დეპუტატი და 100 პროპორციული წესით არჩეული დეპუტატი. თუმცა არა მხოლოდ ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს ასე, არამედ სხვა მომდევნო არჩევნებიც, უსასრულობამდე. ამისთანა არასერიოზულობა არ მინახავს”,-აცხადებს ვაშაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი