ახალი ამბები

მოვამზადეთ წინადადება, რომელიც მისაღები უნდა იყოს ყველასთვის – თალაკვაძე

20 დეკემბერი, 2019 • 992
მოვამზადეთ წინადადება, რომელიც მისაღები უნდა იყოს ყველასთვის – თალაკვაძე

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დღეს იმართება საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკების მეოთხე რაუნდი. შეხვედრა დილის 10 საათზე სასტუმრო “შერატონში” დაიწყო, რომლის დაწყების წინ პარლამენტის თავმჯდომარემ მმართველი გუნდის მხრიდან ახალი შეთავაზება დააანონსა.

“დღეს ჩვენ მოვამზადეთ წინადადება, რომელიც არის დაბალანსებული და ჩვენი აზრით, უნდა იყოს მისაღები ყველა მხარისათვის, ვინც ამ პროცესში არის ჩართული. ეს მოდელი უზრუნველყოფს იმას, რომ რეგიონების, დედაქალაქის წარმომადგენლობა, პროპორციული არჩევნების წილი შერეულ მოდელში იყოს დაბალანსებული.

რეალურად, ამ მოდელის წარდგენის შემდეგ, დღეს გამოჩნდება, რომელი პარი არის ორიენტირებული შეთანხებაზე და რეალურად, ვის სურს დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ვის აქვს სხვა ინტერესები, რომელიც შესაძლოა, საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით სხვა ცვლილებებთან იყოს დაკავშირებული”, – თქვა არჩილ თალაკვაძემ.

ოპოზიციური პარტიების თქმით, ისინი არ მიიღებენ სისტემას, რომელიც ორიენტირებული იქნება ხელისუფლებისთვის გარანტირებულად უმრავლესობის შენარჩუნებაზე.

გიორგი ვაშაძემ ხელისუფლების მიერ ახალი წინადადების დაანონსება დაუკავშირა დასავლელი პარტნიორების მხრიდან “ქართულ ოცნებაზე” ზეწოლას, რაც უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ კატეგრიულად უარყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი