ახალი ამბები

გიორგი თაბაგარი საფრანგეთის საგარეო სამინისტრომ 2020 წლის მომავლის პერსონად დაასახელა

19 დეკემბერი, 2019 • 1887
გიორგი თაბაგარი საფრანგეთის საგარეო სამინისტრომ 2020 წლის მომავლის პერსონად დაასახელა

საქართველოში საფრანგეთის საელჩოს შეთავაზებით, გიორგი თაბაგარის კანდიდატურა შეირჩა  როგორც მომავლის პერსონა საქართველოსთვის საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.

შესაბამის ინფორმაციას საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.

“Tbilisi Pride- ის დირექტორი და ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის ევროკავშირის პროგრამის ხელმძღვანელი, ბატონი თაბაგარი სამოქალაქო საზოგადოების წევრია, რომელიც აქტიურადაა ჩართული ლგბტ თემის წარმომადგენლების წინააღმდეგ დისკრიმინაციისა და ყველა სხვა სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

მომავლის პერსონათა მოწვევის პროგრამა ირჩევს ახალგაზრდა პერსონებს მთელი მსოფლიოდან, რომლებსაც საშუალება ეძლევათ, ერთკვირიანი სასწავლო პროგრამით ესტუმრონ საფრანგეთს. ბატონი თაბაგარი 2020 წლისთვის მთელი მსოფლიოდან მოწვეულ 65 პირს შორის მოხვდა და საფრანგეთში ვიზიტისას საშუალება ექნება ისარგებლოს სპეციალური პროგრამით, რომელიც ეხმიანება მის საქმიანობასა და აქტივობებს”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

მთავარ ფოტოზე გიორგი თაბაგარი. ილუსტრაცია: დათო ფარულავა/OC Media

მასალების გადაბეჭდვის წესი