საქართველოს პარლამენტის თავმჯომარის თქმით, შესაძლოა, მომავალ არჩევნებამდე პარლამენტისა და მთავრობის შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს, როგორც ცოტა ხნის წინ დეპუტატებმა პარლამენტიდან მთავრობაში გადაინაცვლეს:
”შესაძლოა, დეპუტატებმა სხვა თანამდებობები დაიკავონ. ეს არის ჩემი პასუხი კითხვაზე, კოალიცია მომავალ არჩევნებამდე ერთად მივა თუ არა, და აქედან გამოდის ის ახალი ამბავი, რომ თურმე მე დავაანონსე ცვლილებები მთავრობაში.”
ეს განმარტება პარლამენტის თავმჯდომარემ კვირის პალიტრის ჟურნალისტის კითხვაზე, მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე “ქართული ოცნება” არსებული შემადგენლობით მისვლას მოახერხებს თუ არა, გააკეთა:
”მე ძალიან გთხოვთ, რასაც ვამბობ, ის ადეკვატურად მივიტანოთ მოსახლეობამდე,” – განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ უსუფაშვილის განცხადების შემდეგ, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა მოამზადა სიუჟეტი – “ექსპერტების ვარაუდით, დავით უსუფაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს შეცვლის”